განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბიტურიენტებთან და სკოლის მოსწავლეებთან გამართა.
განათლების სამინისტროს და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ფახულანის, ლიის, ჭალისა და მუჟავას სკოლის მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს და სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამების, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სამინისტრო მხარდამჭერ პროგრამებს ახორციელებს. მათ შორისაა სწავლის დაფინანსების პროგრამა, რომელიც 2013 წლიდან მოქმედებს და მისი ბიუჯეტი 5 000 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მოქმედებს სოციალური პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 2 520 ათასი ლარია.
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება შეუძლიათ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფის სტუდენტებს.