უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 5,3 მილიონი უკრაინის მოქალაქე ევროკავშირის ქვეყნებში გაემგზავრა. მონაცემებს ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო ფრონტექსი აქვეყნებს.
ევროკავშირში შესულ დევნილთა საერთო რაოდენობამ 7 მილიონი ადამიანი შეადგინა, ამ მონაცემებში უკრაინაში მცხოვრები უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც იგულისხმება.
ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინაში უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდა, ვიდრე ქვეყანა დატოვა. 25 მაისიდან 31 მაისამდე თითქმის 260 ათასმა უკრაინელმა დატოვა ევროკავშირის ქვეყნები და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 2,3 მილიონი უკრაინელი დაბრუნდა.
23 მაისის მდგომარეობით უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა პირველად შემცირდა.