ზელენსკი: უკრაინა მიხვდა, ვინ არის ნამდვილი მეგობარი 

03 ივნისი 2022, 10:33 514 ნახვა

უკრაინა მიხვდა, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ მეგობრობს უბრალოდ ვალის მოსახდელად, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა სოფიას ტაძართან გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელზეც მან საზეიმო ვითარებაში მიიღო რწმუნებათა სიგელები აშშ-ის, მოლდოვისა და ინდოეთის ელჩებისგან.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მისი ინიციატივით მსგავსი ცერემონია მომავალში ტრადიციული გახდება.

თავის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა სახელმწიფოებს, გადახედონ ურთიერთობას უკრაინასთან და აღიქვან ის პარტნიორად, მოკავშირედ და არა „შორეულ პრობლემურ ნათესავად“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი