სამხედრო დახმარება უკრაინას

02 ივნისი 2022, 11:02 740 ნახვა

ლიეტუვამ ხელი მოაწერა თურქეთთან შეთანხმებას უკრაინის არმიის საჭიროებისთვის „ბაირაქტარის“ დრონის შესყიდვის შესახებ, - ამის შესახებ ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა „ტვიტერზე“ დაწერა. მისი თქმით, ამ მიზნით ლიეტუვის მოქალაქეებმა სამ დღეში თითქმის 6 მილიონი ევრო შეაგროვეს.

გაერთიანებული სამეფო აშშ-ის თხოვნით მიმართავს, ხელი მოაწეროს ამერიკაში წარმოებული, მოწინავე, საშუალო-რადიუსზე მოქმედი სარაკეტო სისტემის უკრაინისთვის გადაცემის ნებართვას. ამ საკითხზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ბრიტანეთს უკრაინისთვის „ემ-270“ ტიპის სარაკეტო სისტემის გაგზავნა სურს, რომელსაც სამიზნის განადგურება 80 კილომეტრის რადიუსში შეუძლია, თუმცა ექსპორტისთვის ნებართვა მწარმოებელმა ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა უნდა გასცეს.

ამ საკითხზე დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი  თავის  ბრიტანელ კოლეგა  ლიზ ტრასთან  იმსჯელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში