რუსი დამპყრობლები დონაცკის რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების მორიგი დაბომბვისთვის ემზადებიან- მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო ინფორმაციას Telegram არხზე ავრცელებს. ამის გარდა ცნობილი ხდება, რომ ოკუპანტებმა დასავლეთ უკრაინაში რკინიგზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დაშავებულია ორი ადამიანი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განმარტებით, თავდასხმის მიზანი სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხება და მოკავშირეებისგან საწვავის და იარაღის მიწოდების შეფერხება იყო. რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკის აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი დაამყარეს აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
ამავე ინფორმაციის თანახმად, დონეცკის მიმართულებით, მოწინააღმდეგემ რამდენიმე დასახლებაზე ავიადარტყმები განახორციელა.
უკრაინელი სამხედროები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბრძოლების შედეგად, თავს დაესხნენ მტრის სამ საველე საბრძოლო საცავს და ორი ჩქაროსნული სადესანტო კატერი ჩაძირეს, - ამის შესახებ უკრაინის ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ.