ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

01 ივნისი 2022, 22:41 893 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

პაკეტი მოიცავს მოწინავე შეიარაღებას, მათ შორის "HIMARS"-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს, რომელიც აღჭურვილი იქნება საბრძოლო მასალებით, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს რაკეტები დაახლოებით 80 კილომეტრზე გაუშვას.

"ვაცხადებ ახალი მნიშვნელოვანი პაკეტის შესახებ უსაფრთხოების სფეროში, რომელიც განკუთვნილია უკრაინელი სამხედროების თანამედროვე და კრიტიკული დახმარებისთვის. უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც მიღებულია ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით, აშშ შეძლებს განაგრძოს უკრიანისთვის მეტი იარაღის მიწოდებას, რომელსაც ისინი ასე ეფექტურად გამოიყენებენ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად“, - განაცხადა ბაიდენმა. 

 ახალი პაკეტი ასევე მოიცავს საჰაერო სათვალთვალო რადარებს, "Javelin"-ის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღებას, საარტილერიო ჭურვებს, ვერტმფრენებს, ტაქტიკურ მანქანებსა და სათადარიგო ნაწილებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი