რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებები გააფორმოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოში განაცხადეს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის თქმით, საჭიროა, მოლაპარაკებების სურვილი ორივე მხარეს ჰქონდეს.
"ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. საჭიროა დიპლომატიური, მშვიდობიანი გადაწყვეტილებები. მაგრამ ამას ორი ქვეყნის ნება სჭირდება. ვიმეორებთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, შეთანხმებების ხელმოწერისთვის, რომელიც შეაჩერებს სამოქალაქო ომს უკრაინაში და მიგვიყვანს მშვიდობამდე, მაგრამ ვერ ვხედავთ კიევის მხრიდან მსგავს რეაქციას“, - აღნიშნა ვალენტინა მატვიენკომ.