პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ

01 ივნისი 2022, 14:37 1220 ნახვა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან სამი თვის თავზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ოპერაციისთვის ამზადებენ. მას პანკრეასის კიბო დაუდგინეს - ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამ-არხით ვრცელდება.

ამავე წყაროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ოპერაცია ბლოხინის სახელობის ონკოლოგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში იგეგმება.

ბლოხინის ცენტრის ერთ-ერთი კორპუსი უკვე დაიკეტა სხვა პაციენტებისთვის.

ამჟამად ქვეყნის ლიდერს წინასაოპერაციო გამოკვლევებზე, კონკრეტულად კი მუცლის ღრუს ფუნქციის გასაკეთებლად ელოდებიან. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში