უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ როგორც კი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი ამოქმედდება, მუშაობა მეშვიდე პაკეტზე დაიწყება.
მისი თქმით, სამხედრო აღჭურვილობის რაოდენობით, რუსეთის უპირატესობის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი წარმატებები აქვთ.