გაერო უკრაინაში დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

01 ივნისი 2022, 09:48 522 ნახვა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ქვეყანაში დაიღუპა 4 ათას 113 სამოქალაქო პირი, მათ შორის 264 ბავშვი. გაეროს ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მთლიანობაში დაიღუპა 2 ათას 337 ადამიანი, მათ შორის 144 - პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. დაჭრილია თითქმის ხუთი ათასი ადამიანი, მათგან 421 ბავშვია.

სიკვდილისა და დაჭრის ძირითადი მიზეზია საარტილერიო და საჰაერო დარტყმები.

გაეროს მიაჩნია, რომ რეალური რიცხვები ბევრად მეტია, რადგან  აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ინფორმაცია შეფერხებებით ვრცელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში