ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი შეთანხმებულია

31 მაისი 2022, 11:34 462 ნახვა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის ამოქმედებაზე.

ბრიუსელში, გვიან ღამით მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას. სანქციები გავრცელდება ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე და დროებით გამონაკლისი იქნება მილსადენით ტრანსპორტირებული ნედლი ნავთობი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი უარს ამბობს საზღვაო გზით რუსული ნავთობის მიღებაზე და ამ ეტაპზე ემბარგოს გარეშე ტოვებს მილსადენ „დრუჟბას“, რომლითაც რუსეთი ნავთობს აწვდის ევროპის ქვეყნებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში