ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

31 მაისი 2022, 11:13 597 ნახვა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია სახელწოდებით „უკრაინის გვერდით დგომა“ მიიღო, რომელშიც გამოცხადებულია მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ.

დეკლარაცია მოუწოდებს ალიანსის ქვეყნებს, არსებითად გაზარდონ კიევისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება და გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის ეტაპობრივად უარი თქვან ენერგორესურსების იმპორტზე.

დეკლარაცია გმობს რუსეთის ომს და მხარი დაუჭირა ალიანსის წევრი 30 ქვეყნის 200-ზე მეტმა კანონმდებელმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი