ქობულეთში, თავისუფლების 113 ნომერში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, სამხედრო კომისარიატის შენობას ქობულეთის მერია პირობიანი აუქციონის წესით ასხვისებს.
საინვესტიციო ღირებულება არანაკლებ მილიონი ლარი იქნება და პირობის მიხედვით, თანამედროვე ტიპის შენობა - ნაგებობა უნდა აშენდეს, სადაც 20% მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას დაეთმობა.
ქობულეთის მერის მოადგილე ამბობს, რომ ყოფილი კომისარიატის შენობაში განთავსებული ობიექტები: სოციალური მომსახურების სააგენტო და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურებია განთავსებული და ყოფილი არქივის და ყოფილი საჯარო რეესტრის მომსახურების სააგენტოს შენობებში გააგრძელებენ მუშაობას.