„ევროვიზიის“ გამარჯვებულმა უკრაინულმა ჯგუფმა კალუშ ორკესტრამ მიღებული ჯილდო „ბროლის მიკროფონი“ აუქციონზე 900 ათას დოლარად გაყიდა. იგი უკრაინის კრიპტოვალუტის ერთ-ერთმა ბირჟამ შეიძინა.
მიღებული თანხით უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უპილოტო საფრენ აპარატებს შეიძენენ.
ევროვიზიის კონკურსში უკრაინულმა ჯგუფმა სიმღერით სტეფანია 15 მაისს გაიმარჯვა.