ბრაზილიაში წყალდიდობამ და მეწყერმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა

30 მაისი 2022, 13:53 596 ნახვა

ბრაზილიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა.  პერნამბუკოს შტატის სამოქალაქო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, 4 ათასამდე კი უსახლკაროდ დარჩა.  შტატის ადმინისტრაციის ცნობით, დაღუპულთა ნაწილი წყალდიდობის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა მოვლენებმა იმსხვერპლა. 

ქვეყნის ხელისუფლება მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფარი სხვაგან ეძებონ. ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ ბრაზილიის სამხედროები დახმარებას გაუწევენ დაზარალებულებს.

ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ ბრაზილიის სამხედროები დახმარებას გაუწევენ დაზარალებულებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი