ნეპალში ავიაკატასტროფა მოხდა

30 მაისი 2022, 14:13 1519 ნახვა

ნეპალში ავიაკატასტროფა მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 14 დაღუპულის ცხედარი უკვე აღმოაჩინეს.

ნეპალელების გარდა თვითმფრინავის ბორტზე გერმანიის და ინდოეთის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი ქალაქ პოკხარიდან დასახლება ჯომსში მიფრინავდა. იქიდან ტურისტები, როგორც წესი ჰიმალაისკენ განაგრძობენ გზას. დაფრენამდე 5 წუთით ადრე თვითმფრინავთან კონტაქტი გაწყდა.

კატასტროფის ერთ-ერთ მიზეზად უამინდობა სახელდება, რომლის გამოც გართულებულია სამაშველო ოპერაცია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში