ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

30 მაისი 2022, 13:49 564 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ნაფტალი ბენეტის და სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს მიკი ლევის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

''აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა ქმნის შესაძლებლობებს, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა არაერთი მიმართულებით - მათ შორისაა განათლება, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში