საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა. იგი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ის კიდევ ერთხელ დაუდასტურებს საფრანგეთის სოლიდარობას და კიევს დამატებით დახმარებას შესთავაზებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
კოლონას კიევში ვიზიტი დაიგეგმა საფრანგეთში დიპლომატებისა და პოლიტოლოგების კრიტიკის ფონზე იმასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალური პარიზი არასაკმარისად მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდასაჭერად.