ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ, რომელიც დღეს და ხვალ ბრიუსელში გაიმართება, წევრი სახელმწიფოები ისევ ვერ შეთანხმდნენ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე.
ემბარგოს, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ ერთი თვის წინ მომზადებული სანქციების მეექვსე პაკეტის მთავარი პუნქტია, უნგრეთი ეწინააღმდეგება. უარს ამბობდნენ ჩეხეთი და სლოვაკეთიც.