„დიმიტრი ამილახვარის ფრანგულ-ქართული სტრატეგიული დიალოგის“ ფორმატში თავდაცვის ძალების წარმომადგენლებსა და ფრანგ სტუმრებს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ასევე აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე სამშვიდობო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და ფრანგი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის საკითხიც განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და შავი ზღვის რეგიონზე მის გავლენას.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზეც.