სევეროდონეცკში დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა

30 მაისი 2022, 10:08 766 ნახვა

უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკში დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი დაშავდა, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა.

სერჰი გაიდაიმის თქმით, რუსული ჯარები თავს დაესხნენ ქალაქს და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიებზე შევიდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამბიობს, რომ რუსული დარტყმების შედეგად, სევეროდონეცკში სახლების 90 პროცენტი დაზიანებულია, განადგურებულია ქალაქის მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ტერიტორია მუდმივად იბომბება.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა ბრძოლა არა მხოლოდ ხარკოვისთვის, კიევისა და ჩრდილოეთ უკრაინისთვის წააგო, მან მომავალიც დაკარგა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში