პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

28 მაისი 2022, 13:59 872 ნახვა

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონი „ამ ქვეყნების“ მოქალაქეებს უფლებას აძლევს საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ „მეორე ქვეყნის მოქალაქეობა“.

შეთანხმება ძალაში შედის რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან და ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში.

ის ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, თუ ამ პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე რომელიმე მხარე ოფიციალური არხებით არ აცნობებს მეორეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი