დიასპორის დღე

27 მაისი 2022, 11:53 927 ნახვა

„ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ - თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება.

სიტყვით გამომსვლელებმა მათ შორის საქართველო პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ინიციატივებსა და უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ორმაგი მოქალაქეობის მიღება დიასპორის წევრებისთვის უნდა გამარტივდეს, ამაზე კი მუშაობა უკვე დაწყებულია, ასევე თქვა, რომ დიასპორა ქართულ პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ელექტრონული საშუალებით უნდა მიეცეს. 

ნიკორწმინდის მიტროპოლიტმა მეუფე ვახტანგმა კი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართვა გაახმოვანა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი