ქედაში მცხოვრებლებიდამოუკიდებლობის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერის, ყადირ შერვაშიძის ბიუსტთან შეიკრიბნენ

26 მაისი 2022, 14:42 574 ნახვა

ქედაში მცხოვრებლები დამოუკიდებლობის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერის, ყადირ შერვაშიძის ბიუსტთან შეიკრიბნენ. ცერემონია ანსამბლმა "ელესამ" მუსიკალურად გააფორმა. შესრულდა მრავალჟამიერი და სახელმწიფო ჰიმნი.

პარალელურად, სკვერში, მოსწავლეებმა ამ დღის თემატიკაზე ნახატები დახატეს. 

დღე სპორტული აქტივობებით გაგრძელდა,  ჩატარდა მარათონი გარბენში. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში