დილიდან დაიწყო დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა შუახევში. 1918 წლის 26 მაისი გაიხსენეს და მემორიალი ვარდებით შეამკეს შუახევში მცხოვრებლებმა. დაანთეს სანთლები.
გაიმართა კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი ფოტოგამოფენა.
მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა ქართული ტრადიციული ორნამენტებით შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს.
დღის განმავლობაში ჩატარდება სპორტული აქტივობები, შეჯიბრებები კალათბურთში, ნარდსა და მკლავჭიდში.