საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა მოეწყო ხულოში.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მოეწყობა სახელოვნებო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, უკვე გაიმართა შეჯიბრება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
ღონისძიებებს კონცერტი დაასრულებს, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები და ქორეოგრაფიული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.