26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება ამ წუთებში დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე, სადაც სამინისტროების სტენდებია განთავსებული, აქვეა ჯიხურები, რომლებშიც ნახავთ სხვადასხვა კომპანიის პროდუქციას.
შესაძლებლობა გაქვთ დაათვალიეროთ საგამოფენო სივრცეც, რომელიც იყოფა თემატურ ნაწილებად.
ერთი ნაწილი ეთმობა საქართველოსა და ევროპის ისტორიულ კავშირებს, სადაც წარმოდგენილია შესაბამისი ვიზუალური მასალა და ცნობები.