უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულმა სასურსათო, საწვავისა და ფინანსურმა კრიზისებმა შესაძლოა ღარიბ ქვეყნებში არეულობების პროვოცირება და 70-ზე მეტ სახელმწიფოს დეფოლტი მოახდინოს. ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორმა აჰიმ შტაინერმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, მაღალმა ინფლაციამ და საპროცენტო განაკვეთებმა შეიძლება გამოიწვიოს დეფოლტი 70-ზე მეტ ქვეყანაში. მანამდე მასობრივი პროტესტის ფონზე დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკამ.
რუსეთი ბლოკავს უკრაინის პორტებს, ქმნის დეფიციტს და ზრდის ფასებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ეგვიპტე, რომელიც თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. ამის ფონზე, წელს მარცვლეულის ფასი 50%-ით გაიზარდა და რეკორდულ დონეს მიუახლოვდა.
სიმინდი 32%-ით გაძვირდა, ხოლო სოიო 26%-ით. გაძვირდა ენერგორესურსებიც, რომელიც თავის მხრივ აჩქარებს სასურსათო ინფლაციას.