ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა

25 მაისი 2022, 10:47 785 ნახვა

ტეხასის შტატში, ქალაქ უვალდეში დაწყებით სკოლაში, სროლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 19 მოსწავლე და 2 მასწავლებელი.

ტეხასის გუბერნატორის გრეგ აბოტის განცხადებით, დაღუპულია თავდამსხმელი 18 წლის სალვადორ რამოსი, რომელიც პოლიციელის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა.

თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია. მომხდარს შეერთებული შტატების პრეზიდენტი  ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და  დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი