ბრძოლები სევეროდონეცკის მიმართულებით გრძელდება, რუსები შეტევაზე არიან. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, სევეროდონეცკის მიმართულებით, საარტილერიო ცეცხლის გახსნით, რუსი დამპყრობლები თავს ესხმიან დასახლებულ პუნქტებს.
მათივე განცხადებით, ხარკოვის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია პოზიციების დაკავებაზე. რუბიჟნის რაიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას არტილერიამ ესროლა. გარდა ამისა, მტერმა კვლავ სცადა შეტევა ტერნოვაიას მიმართულებით, მაგრამ შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა.