ომის სამი თვე უკრაინაში

24 მაისი 2022, 20:11 835 ნახვა

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირება მოახდინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ფორბსი“ ავრცელებს. გამოცემის თანახმად, 23 თებერვლის მდგომარეობით, რუსი ოკუპანტები 43 300 კვ.კმ-ზე, უკრაინის ტერიტორიის 7 პროცენტზე იმყოფებოდნენ, ახლა ეს ტერიტორია 2.9-ჯერ მეტია და 125 000 კვ.კმ-ს მოიცავს. „ფორბსი“ წერს, რომ 2014 წლიდან რუსეთის არმიამ იმდენი უკრაინული მიწა დაიპყრო, რომ მათი საერთო ფართობი აღემატება უნგრეთისა და ბულგარეთის გაერთიანებულ ტერიტორიებს.როგორც გამოცემა იუწყება, დროებით უკონტროლო ტერიტორიები მოიცავს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიას რეგიონების ნაწილებს და ქალაქ სევასტოპოლს. ომის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან მთლიანად გაათავისუფლეს კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, მიკოლაევისა და ჟიტომირის რაიონები. უკრაინის მთელი ტერიტორია 603 548 კვ.კმ-ია.მარიუპოლში ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის ნანგრევების ქვეშ 200-მდე ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრუშენკომ განაცხადა. „მარიუპოლი. სასაფლაო. მრავალსართულიანი სახლის ნანგრევების გასუფთავებისას, სარდაფში 200-მდე ადამიანის ცხედარი იპოვეს“, – წერს ანდრუშენკო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში