რა შემთხვევაში შეხვდება ზელენსკი პუტინს? უკრაინის პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრის პირობა დაასახელა. მისი თქმით, მზადაა პუტინთან მოლაპარაკებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განიხილავენ ომის დასრულებას, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო.
"სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღების ისეთი სტრუქტურა აქვთ, რომ პუტინის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებენ.
მათი ყველა ინსტიტუტი გაერთიანებულია ერთი გადაწყვეტილებით - რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით.