ომის მომავალი კვირები რთული იქნება, ოკუპანტებს სურთ წაგვართვან არა მხოლოდ რაღაც, არამედ ყველაფერი რაც გვაქვს - ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით უკრაინის ყველა პარტნიორი თანხმდება, რომ უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ომში არის თავისუფალი მსოფლიოს ყველა ქვეყნის, საერთო ღირებულებების დაცვა. ის კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინის მხრიდან პარტნიორებისგან სამხედრო დახმარების მოთხოვნა, მრავალი ადამიანის რეალური სიცოცხლის გადარჩენას უკავშირდება.