მზადება 26 მაისის აღსანიშნად

23 მაისი 2022, 19:26 1123 ნახვა

საქართველო დამოუკიდებლობის 104-ე წლის შესახვედრად ემზადება. სამხედრო ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და კიდევ 5 ქალაქში გაიმართება. მთავარი ღონისძიება დედაქალაქში 11 საათზე დაიწყება. ღონისძიებას პრეზიდენტი, მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. 20:30 საათზე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართება, რომლის თემაც ასევე იქნება „ევროპისკენ“. მთელი დღის განმვალობაში სხვადასხვა სახის  საზეიმო და შემეცნებითი აქტივობა გაიმართება ბათუმში.  დაგეგმილია კონცერტები,   საგანმანათლებლო-შემეცნებით გამოფენები, მოეწყობა  ქართული-ხალხური კუთხეები, ასევე დაგეგმილია სპორტული აქტივობები.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი