გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კენიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნაირობიში, გაერო-ს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სესია 8-13 დეკემბერს გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის სათავო ოფისში იმართება და მისი მთავარი გზავნილია – „მდგრადი გადაწყვეტილებები უკეთესი პლანეტისთვის“.
სესიის გახსნას გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და კენიის პრეზიდენტი უილიამ სამოი რუტო მიესალმნენ.
