ახალქალაქში სამ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

13 დეკემბერი 2025, 12:02 106 ნახვა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 3 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სოფელ ალასტანის, კოთელიისა და დადეშის საჯარო სკოლების განახლებულ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გაეცნო.
მინისტრი სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს შეხვდა და მათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა. სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი