​გაზრდილი მგზავრთა ნაკადი საქართველოს აეროპორტებში

12 დეკემბერი 2025, 14:19 93 ნახვა

საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. ასეთია მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემები, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტებში 8 მლნ-მდე მგზავრი მიიღეს,  რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადს 14%-ით აღემატება.

ყველაზე მაღალი ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.  11 თვეში აეროპორტი მოემსახურა მილიონ  165 ათას 767 მგზავრს, რაც 30%-ით მეტია შარშან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.

2025 წლის იანვარ-ნოემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ ვიზიარი ლიდერობს.

ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და  მილიონ 309 ათასი 716 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი