უკრაინის სასამართლომ სამხედრო დანაშაულში ბრალდებულ რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
21 წლის ვადიმ შიშიმარინს ბრალი ედებოდა ომის კანონების დარღვევაში და სუმის ოლქში 62 წლის უიარაღო პირის განზრახ მკვლელობაში.
გამოცემა ''უნიანის'' ინფორმაციით, გადაწყვეტილება კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.