სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების ბურთი უკრაინის მხარესაა - განაცხადა, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ვლადიმირ მედინსკიმ დიალოგის შეწყვეტაზე, პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრა. მისივე თქმით, მოლაპარაკებების შეჩერება უკრაინის ინიციატივა იყო და ახლა მისი გაგრძელებაც უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული.
პუტინის მრჩევლის განმარტებით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, თუმცა პრეზიდენტების შესახვედრად შესაბამისი დოკუმენტების მომზადებაა საჭირო.
ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის, პირისპირ მოლაპარაკებების ბოლო, მეხუთე რაუნდი სტამბულში, 29 მარტს შედგა.