გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ნაძვის ხეზე დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შვილებს უმასპინძლა. პრეზიდენტის სასახლეში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა საბავშვო, მუსიკალური წარმოდგენა გამართა. საახალწლო ნაძვის ხე დევნილი ბავშვებისთვის პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ მორთო.