26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები - სამზადისი ბათუმში

23 მაისი 2022, 11:43 708 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. ზღვისპირა ქალაქში 26 მაისს მთელი დღის განმვალობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი აქტივობა გაიმართება. 

დაგეგმილია კონცერტები, საგანმანათლებლო-შემეცნებით გამოფენები, მოეწყობა ქართულ-ხალხური კუთხეები, ასევე დაგეგმილია სპორტული აქტივობები.

ევროპის მოედანზე 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება. 

დრო სიმბოლურია, რადგან სწორედ ამ დროს მოეწერა ხელი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.   

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში