უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში ლტოლვილების რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა

23 მაისი 2022, 10:42 575 ნახვა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში პირველად 100 მილიონს გადააჭარბა ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების რიცხვმა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2021 წლის ბოლოსთვის, მსოფლიოში ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საერთო რიცხვმა 90 მილიონს მიაღწია, რასაც ხელი შეუწყო ძალადობის ახალმა ტალღებმა და გაჭიანურებულმა კონფლიქტებმა ეთიოპიაში, ბურკინა-ფასოში, მიანმაში, ნიგერიაში, ავღანეთსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

2022 წელს უკრაინაში ომმა ლტოლვილად აქცია 6 მილიონზე მეტი და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულად 8 მილიონი ადამიანი.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, ფილიპო გრანდის განცხადებით, 100 მილიონი რეკორდია, რომელიც არასდროს უნდა დამყარებულიყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში