ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას ოპოზიციაში აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მმართველ პარტიას კი აქვს შიში, რომ თუ საქართველო ჩამოცილდება მოლდოვისა და უკრაინის სწრაფი გაწევრიანების პროცესს, ხელისუფლება იჭერს თადარიგს, რომ ევროკავშირის კანდიდატობაზე შესაძლო უარის თქმის შემთხვევაში გადააბრალოს ოპოზიციას.
პრემიერმა გუშინდელ განცხადებაში ოპოზიცია დეზინფორმაციაში დაადანაშაულა. განაცხადა, რომ ოპონენტებს არ სუთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და პროცესისთვის ხელშეშლის მიზნით ყველა ბერკეტს მიმართავენ.