ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

22 მაისი 2022, 18:01 929 ნახვა

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

კაცს, რომელმაც ავტობუსში ცოლი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა, 13 დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ადვოკატის მტკიცებით, დაკავებული დანაშაულის ჩადენას "ვერ იხსენებს" და მომხდარით "გაოგნებულია".

სასტიკი მკვლელობა თბილისში  გუშინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა.

მებონიამ მეუღლეს, 27 წლის სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა. ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი