,,განახლებული რეგიონების" ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამჯერად შიდა ქართლში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი კასპში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პრემიერი კასპის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, მათგან არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა.