შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, გატარებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები. - ამ საკითხებზე გაეროს 6-მა ორგანიზაციამ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.
შეხვედრის მიზანი იყო „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნის პროგრამაში“ მიღწეული შედეგების შეფასება.
ღონისძიებაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.
თამარ ბარკალაიამ ისაუბრა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვაზე და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაზე.