ომი უკრაინაში - დღე 86

20 მაისი 2022, 20:11 1240 ნახვა

აშშ-ის შტატების დაზვერვის მაღალჩინოსნები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას გადაწყვეტს, მაშინაც კი, თუ რუსეთში საზოგადოებრივი აზრის დრამატული ცვლილება მოხდება.

CNN მრავალ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ოფიციალური პირები აგრეთვე ეჭვობენ, რომ ომმა შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტის ძალაუფლებიდან ჩამოშორება გამოიწვიოს, სულ მცირე, მოკლევადიან პერიოდში.

დაზვერვის მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ პუტინი ძალიან მგრძნობიარეა საჯარო აზრის მცირე ცვლილებასთან დაკავშირებით.

ომის 86-ე დღეს კი ლუგანსკის რეგიონში, სევეროდონეცკში რუსმა სამხედროებმა სკოლას ცეცხლი გაუხსნეს, რომელსაც თავს 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორი ბავშვები აფარებდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი