საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ჩაერთვნენ. წელს პროექტმა საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი მოიცვა. ავსტრიელმა ექსპერტებმა 20-მდე თანამშრომელი გადაამზადეს. ტრენინგის მონაწილეები სათხილამურო ტრასაზე მყოფი დაზარალებულის, ზვავში მოყოლილი ადამიანების მოძებნისა და გადარჩენის სამაშველო ოპერაციების ძირითად პრინციპებს გაეცნენ და სიმულაციურ სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა.