ბათუმს, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამასა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის სამმხრივი შეთანხმება გაფორმდა. რაც გულისხმობს ბათუმში სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას და თანამშრომლობას საერთო ინტერესის სფეროში. მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელის შემუშავების მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტი კონკურსის წესით შეირჩა. იგეგმება რესურსებისა და ახალი პარტნიორების მოზიდვა, ასევე ბათუმში სტარტაპ და ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოსაყალიბებლად ნაბიჯები გადაიდგმევა.