ბრიტანეთი უკრაინას 1.3 მილიარდი ფუნტი სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს

19 მაისი 2022, 21:05 637 ნახვა

ბრიტანეთი უკრაინას 1.3 მილიარდი ფუნტი სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ხომალდსაწინააღდმდეგო რაკეტებს და უპილოტო თვითმფრინავებს მიაწვდის.

"დღეს დილით, ჩემს მეგობარ ზელენსკის ბრიტანეთის სოლიდარობა უკრაინელი ხალხისთვის, განსაკუთრებით მარიუპოლის მამაცი დამცველების მიმართ, კიდევ ერთხელ დავუდასტურე. პრეზიდენტს და მე გვქონდა ფართო განხილვა: მე პრეზიდენტს მხარდაჭერის შესახებ ვაცნობე, რომელიც უკრაინის თავდაცვისთვის მიედინება, მათ შორის, შორი მოქმედების არტილერიის, გემსაწინააღმდეგო რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების ჩათვლით. ეს არის უკრაინისთვის ჩვენი, დამატებით 1,3 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილი. ჩვენ ასევე განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია გლობალური ეკონომიკური ზიანი შევაჩეროთ, რომელიც პუტინის მიერ, შავი ზღვის პორტების უგუნური ბლოკადით არის გამოწვეული. ჩვენ სასწრაფოდ ვეძებთ ვარიანტებს, უკრაინის მარცვლეულის მარაგებისთვის კრიტიკული საზღვაო და სახმელეთო მარშრუტების გასახსნელად. 50 000 უკრაინელი ახლა უსაფრთხოდ ჩავიდა დიდ ბრიტანეთში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ აქ, ცხოვრების მოწყობაში დავეხმაროთ. ჩვენი სქემების მეშვეობით გაცემული 100 000-ზე მეტი ვიზით და დღეს, რუსეთის ავიახაზების წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციებით, ჩვენი გადაწყვეტილება უცვლელია - ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, - წერს ბორის ჯონსონი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში